Friday, July 4, 2014

ინტელის მნიშვნელობა პირადად ჩემთვის

დასკვნა

ეს ტრენინგი ჩემთვის მეტად მნიშვნელოვანი იყო. ძალიან ბევრი რამ გავიგე და შევისწავლე პროექტებით სწავლების შესახებ, გავეცანი სასწავლო პროექტების ნიმუშებს, ვისწავლე სასწავლო პროექტის დაგეგმვა და შევქმენი საინტერესო სასწავლო პროექტი ,,გზაჯვრედინის გენერლები”- ილია ჭავჭავაძის მოთხრობის მიხედვით (,,სარჩობელაზედ”).  რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21- საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებას მოსწავლეებში.
  ვისწავლე პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა, სადაც მოვათავსე თითოეული მოდულის მასალა.  გავეცანი პორტფოლიოს რუბრიკას, რომელიც ძალიან დამეხმარა ჩემი პორტფოლიოს შექმნისას. შევქმენი ბლოგი რეფლექსიისათვის, გავეცანი პროექტის ბუკლეტების შაბლონებს,  შევქმენი ჩემი პროექტის ბუკლეტი და ჯგუფში წარმოვადგინე. ძალიან მომეწონა პროექტის გეგმაზე მუშაობა. ვმუშაობდით ნელ-ნელა, ვაანალიზებდით გეგმის თითოეულ დეტალს, ამის შედეგად კარგად შევისწავლე პროექტის გეგმის შექმნა. ჩემი აზრით, შეფასება მეტად რთულია  სასწავლო პროცესში. ეს ტრენინგი ამაშიც დამეხმარა. გავეცანი შეფასების რუბრიკიბისა  და სქემის შაბლონებს. ვისწავლე მოსწავლეთა პროექტების შეფასება ( განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება), თავი წარმოვიდგინე მოსწავლის ადგილას და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რომელიც მეტად საინტერესო აღმოჩნდა, სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზის გამო ვერ გავაკეთე მისი პრეზენტაცია, მოგვიანებით ავტვირთე ბვლოგზე.

  ტრენინგის  კმაყოფილი ვარ, ინტელის შემოთავაზებული რესურსების გამოყენება ძალიან დამეხმარებასწავლა-სწავლების პროცესში.